თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. კვირის ბოლოსათვის აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე აიწევს, იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო. 5აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ქარიანი — 8-13 მეტრი წამში, ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" სააგენტოს თანამშრომელს ნინო წვერავას.
დასავლეთ საქართველოში დაბლობში 2-7 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღე — 13-18. მაღალმთიან რაიონებში ღამე მინუს 6-1, დღე — პლიუს 3-8. აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამე —1-პლიუს 4, დღე — 13-18 გრადუსი სითბო. თბილისში ღამე 3 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღე — 16.
6 და 7 აპრილს ქარი საქართველოში 10-15 წამამდე მეტრამდე წამში. დასავლეთ საქართველოში დაბლობში მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო ღამით და 18-23 გრადუსი დღისით. მაღალ მთაში მინუს 4, პლიუს 1 იქნება. ხოლო დღე პლიუს 10-15 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 1-6 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღე 16-21. მაღალ მთაში მოსალოდნელია მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღე პლიუს 8-13. თბილისში 6აპრილს ღამით მოსალოდნელია 4 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17 გრადუსი. მომდევნო დღეს ღამე 6 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღე 20 გრადუსი.
უნალექო ამინდი საქართველოში 10 აპრილამდე შენარჩუნდება.