თბილისის გარეუბანში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებს ინციდენტის დეტალებს, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაიჭრა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისის გარეუბანში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა, იუწყება საქართველოს შსს.

საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ინციდენტი ქუჩაში მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები შინ ბრუნდებოდნენ. დაღუპული 22 წლის იყო. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია მოხვდა, აქედან ორი — თავში.

რამდენი წლისაა დაჭრილი, ჯერჯერობით უცნობია. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ერთი მოკლეს, ერთი დაჭრილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნატო ბერძენიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლებით „განზრახ მკვლელობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“.

ყველა ახალი ამბავი
0