თბილისში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ოპელის" მარკის ავტომანქანაში საწვავის ჩატუმბვისას გაზის ბალონი აფეთქდა, მსხვერპლი არ არის.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik.  თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ოპელის მარკის მანქანაში გაზის ბალონი გასკდა, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2". თვითმხილველების თქმით, ბალონმა წნევას ვერ გაუძლო, რამაც მისი გახეთქვა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად მცირე დაზიანება აღენიშნება მანქანის მძღოლს და გაზგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზის ბალონის გახეთქვის შედეგად ასევე დაზიანდა გაზგასამართი სადგურის ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0