თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში
ხანძარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი ყველა სართულზე და სახურავზე ლოკალიზებულია, იუწყება მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია დენისოვი.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ზნამენკას ქუჩაზე N19 შენობაში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია, მოახსენა ჟურნალისტებს კვირას მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსმა  ილია დენისოვმა.

„თავდაცვის  სამინისტროს შენობაში მისამართით ზნამენკას ქუჩაზე #19,ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია,“,-თქვა დენისოვმა.

მისი სიტყვებით ხანძარი ყველა სართულზე და სახურავზე  ლოკალიზებულია, შემდგომში დამწვარი კონსტრუქციის გარეცხვა მოხდება. სსს-ის თანამშრომლებმა ხანძრის მეზობელ შენობებზე და კორპუსებზე გავრცელება არ დაუშვეს.

ხანძარი თავდაცვის სამინისტროს შენობაში - Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი 1200კვ.მეტრზე ჩამოიქცა

კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ზნამენკას ქუჩაზე N19-ში მდებარე უწყების ადმინისტრაციული კორპუსის ერთ-ერთ რემონტზე მყოფ ტექნოლოგიურ სათავსოში ცეცხლი გაჩნდა. მოგვიანებით მესამე სართულიდან ცარიელი სივრცის გავლით ცეცხლი მეოთხე და მეხუთე სართულებზე შიდა გადახურვებს მოედო, მერე კი სახურავზე გადავიდა. ხანძარს სირთულის უმაღლესი დონე მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0