Sputnik-ის ჟურნალისტები ყარაბახში დაბომბვაში მოყვნენ

© МО НКРსაბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბახში
საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარტილერიო ჭურვები ყარაბახის ქალაქ მარდაკერტში ფეთქდება, ფრონტის ხაზიდან 2,5 კილომეტრში.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. როგორც კი "Sputnik არმენიას" პორტალის ჟურნალისტები მარდაკერტის რაიონულ ცენტრში შევიდნენ, ქალაქის ცენტრში რამოდენიმე ჭურვი აფეთქდა. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა.

მარდაკერტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიკ ხაჩატრიანი რაიონის სამოქალაქო თავდაცვასაც ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციის უფროსი ამტკიცებს, რომ სროლა აღმოსავლეთი მხრიდან მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, დაბომბვა რეაქტიული დანადგარებიდან თითქმის მუდმივად მიმდინარეობს. 

ხაჩატრიანს სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის გადარჩენა.

„მარდაკერტი, ასევე სოფლები ტალიში და მადაგისი ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს არიან-2,5 კმ-ში, მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რაც მოხდა კიდეც. ჯერ გრადის ტიპის დანადგარებიდან ცეცხლი სოფელ ტალიშს გაუხსნეს, შემდეგ კი სოფელ მადაგისს“, — თქვა მან.

აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ყველა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა

ბავშთა ევაკუაცია  ისეთ ადგილებში განხორციელდა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შორს მდებარეობენ. მიუხედავად მიღებული ზომებისა, დაბომბვისას სამი ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი მოსახლეობა ბრძანებას ელოდება, რომ დაეხმაროს თავდაცვის ჯარს, თუ ეს საჭირო გახდება. სიტუაცია ძალიან რთულია.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ქალაქის მიმართულებით 25 ჭურვი გაისროლეს. Sputnik-ის კორესპონდენტებმა ჭურვის 15 აფეთქება გაიგონეს. დიდი ზარალი მიიღო მარდაკერტის სკოლამ. მარდაკერტის საავადმყოფო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.

Sputnik-ის ჟურნალისტები არ დაშავებულან.

ყველა ახალი ამბავი
0