მიმართვის ადრესატებს შორის არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, თბილისის მერი, დავით ნარმანია და სხვა სამინისტროსა თუ კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.
ჩვენ დავუკავშირდით ნიკოლოზ პატარქალიშვილს და დავინტერესდით მის განცხადებას სამთავრობო ან კერძო ორგანიზაციების მხრიდან რაიმე გამოხმაურება თუ მოჰყვა:
— ეს განცხადება ჩვენ 28 —ში გავაკეთეთ და იქიდან ცოტა დროა გასული, კარგად ვიცით, რომ ასეთი საქმე, რაც ჩვენ წამოვიწყეთ, 5 წუთში არ კეთდება. ვინც პესიმისტურადაა განწყობილი, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენი ინიციატივა სავსებით რეალური და საჭიროა. მოგეხსენებათ სამხრეთ ამერიკასთან აქტიური ურთიერთობა ჯერ არ გვაქვს და ტურისტები იქიდან ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩამოდიან. პელეს ჩამოსვლის შემდეგ კი დარწმუნებული ვართ, რომ ისინი საქართველოთი დაინტერესდებიან და ჩვენს ქვეყანას გაიცნონ. საქართველოში მდიდარი ბუნება, მაგრამ ღარიბი ხალხია და ეს საქმეც იმისთვის კეთდება, რომ აქ ხალხიც მდიდარი იყოს“,-გვითხრა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
მისი განცხადებით ამ ფაქტს მთელი რიგი სპორტულ-კულტურული ღონისძიებებიც მოყვება: ჩატარდება არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ბიზნეს-ფორუმი, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში, მასში პელეს თასზე არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით, საქართველოში ჩამოვა რიოს კარნავალში მონაწილე ბრაზილიის მულატ ქალთა ანსამბლი, არგენტინული ტანგოსა და სამი ქვეყნის უმაღლესი კლასის მუსიკოსები. გაიხსნება 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია, რომელშიც აისახება მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილი.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით განზრახულია დოკუმენტური ფილმის შექმნა და ჩვენება, სადაც პელესა და ქართველ ფეხბურთელთა ურთიერთობა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები შევა. ეს ყველაფერი კი- პატარქალიშვილის განცხადებით უცხოური ტელევიზიების საშუალებითაც გაშუქდება. „არგენტინის სახლს საქართველოში“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ პატარქალიშვილს მიაჩნია, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების წინ საქართველოში პელეს თასზე საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ფეხბურთში, პელეს ვიზიტი და სხვა სახელმწოფო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებები ხელს შეუწყობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და შემდგომ გაღრმავებას, ტურიზმისა და სპორტული ღონისძიებების ორმხრივ სისტემატურ თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ პელეს საქართველოში ჩამოსვლას ა.წ. 26 ივნისსა და 15 ივლისს შორის ვარაუდობს.