ხელვაჩაურში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა ხელვაჩაურში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად, — იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ავტოავარიის მიზეზი, ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, სჩქარის გადაჭარბება გახლდათ. ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ქალბატონი — საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულები. მათი ნაწილი რეანიმაციაში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0