ვითარება სტეფანაკერტში — საარტილერიო ტექნიკა ქუჩებში

გამოწერა

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ სტეფანაკერტის ქუჩებში თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა გამოჩნდა.

1–2 აპრილის ღამითა და დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების წერტილზე შეტევა მიიტანეს, რა დროსაც სარაკეტო–საარტილერიო დარტყმები განხორციელდა არა მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაზეც, — იუწყება Sputnik სომხეთი.

აზერბაიჯანული  მხარის განცხადებით, 2 აპრილის ღამეს სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით მთელი  ფრონტის ხაზის გაყოლებით, რა დროსაც გამოიყენეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და არტილერია, – იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

ყველა ახალი ამბავი
0