ნაზარბაევს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ერთობლივი კონფერენციის ჩატარება სურს

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშინურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთის პრეზიდენტს სურს, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი „სსრკ–ის აღდგენის“ პროექტად აღარ განიხილონ და ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლების საერთო შეკრებას ითხოვს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთობლივი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა, — იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

ნაზარბაევმა ვაშინგტონის ბირთვულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ბრიფინგზე მან ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან განხილული თემის თაობაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.

„ეს უბრალო საკითხი არ არის.  ევრაზიულ კავშირს დასავლეთში ბევრი არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამს. ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს სსრკ–ის აღდგენის პროექტია. ამიტომ  ორი გაერთიანების ერთობლივი კონფერენციის  ჩატარება შევთავაზე, რათა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან ამ საკითხში და ჩვენ სრულიად მშვიდად შეგვეძლოს ვაჭრობა“, — ციტირებს ნაზარბაევს პრესსამსახური.

მისი თქმით, დღეს ამისათვის მთელი რიგი ობიექტური წინააღმდეგობები არსებობს.

„კერძოდ, დასავლეთის ანტირუსული სანქციები. მაგრამ თუ პერსპექტივაში ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია თავისუფალ ვაჭრობას დაიწყებენ, ეს მთელ ევრაზიას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს“, — დაასკვნა ნაზარბაევმა.

ყველა ახალი ამბავი
0