კაშკაშა ფერები და ახალი კოლექციები — თბილისის მოდის კვირეული

გამოწერა

თბილისის მოდის კვირეულის გახსნაზე კოლექციები წარმოადგინეს ლაკო ბუკიამ, Chubika–მ და Dalood–ის მოდის სახლმა. იხილეთ Sputnik–ის ვიდეო მოდის ჩვენებიდან.

მე–13 სეზონის Tbilisi Fashion Week–ის დიზაინერულ შემადგენლობაში შედიან გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, Dalood, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლლდი, ნინი ჭელიძე, ატელიე 27 და თამანინი.

წელს ჩვენებები ძირითადად სასტუმრო Rooms Tbilisi-ში გაიმართა, თუმცა ცალკეული კოლექციების საჩვენებლად თბილისის ოპერისა და ასევე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებსაც მიაკითხეს.

მე–13 სეზონის მოდის კვირეულის ჩვენებები 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0