ბაქო და სტეფანაკერტი შეტაკებებში დაღუპულებზე საუბრობენ

© Flickrაზერბაიჯანელი ჯარისკაცი
აზერბაიჯანელი ჯარისკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე გააკეთეს განცხადებები. ორივე მხარე საუბრობს დანაკარგებზე.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის „დივერსიულმა ჯგუფებმა“ იერიში მიიტანეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო უწყება მოწინააღმდეგის რიგებში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის  დანაკარგებზე საუბრობს, — წერს "რია ნოვოსტი".

შაბათს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე გააკეთეს განცხადებები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო, ხოლო სომხეთის თავდაცვითი უწყება აზერბაიჯანის მხრიდან შიარაღებულ შეტევაზე საუბრობს. დანაკარგი ორივე მხარეს აქვს. ოფიციალური ერევანი ერთმანეთისგან განასხვავებს სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალებს, მაგრამ ბაქოს მიაჩნია, რომ სომხური მხარის ყველა ქვედანაყოფი სომხეთის შეიარაღებულ  ძალებში შედის, ვინაიდან არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას. ბაქო და ერევანი გამუდმებით ადანაშაულებენ ერთმანეთს სროლებში.

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასახლებულ პუნქტ ლევონარქის მისადგომებთან, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა გამოავლინა და გაანადგურა მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“, — ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამ ინფორმაციის თანახმად, ჯგუფმა უკან დაიხია, მისი წევრების ნაწილი დაიღუპა. „საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, — აღნიშნავენ სამინისტროში.

მანამდე ბაქომ სომხური მხარე აზერბაიჯანული პოზიციების ნაღმმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დაცხრილვაში დაადანაშაულა.

„აზერბაიჯანული არმიის შეტევების შედეგად, წყობიდან იქნა გამოყვანილი ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურული ერთეულების მნიშვნელოვანი ნაწილი“, — განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დიარგახლიმ.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0