ბათუმში აფეთქებამ თხუთმეტამდე ბინა დააზიანა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად დაშავდა 78 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში დამწვრობებით გადაიყვანეს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე თხუთმეტამდე ბინა დაზიანდა, — იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი 78 წლის მამაკაცის უყურადღებობა იყო, რომელმაც გაზის მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების გამო გაზის გათიშვისას აირის ონკანი არ გადაკეტა. გაზის მიწოდება სამი დღის შემდეგ აღადგინეს. აირის მაღალი კონცენტრაციის გამო, ბინაში შუქის ანთების შემდეგ აფეთქება მოხდა.

„სახლში ვიყავით. ბავშვს ეძინა, მეც „კარმასთან“ ვიჯექი, ციოდა. გავიგონე ხმა და ჩემ გოგოს ვკითხე, რა მოხდა–მეთქი და აფეთქდაო. ვიფიქრე, ჩვენთან [აფეთქდა], თურმე მეზობელთან ყოფილა“, — უთხრა ჟურნალისტებს შემთხვევის თვითმხილველმა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 78 წლის მამაკაცი, რომელიც დამწვრობებით ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0