თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, რომელიც ბულგარეთში დასრულდა, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტურნირი ქალაქ რუსეში გაიმართა. ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს ექვსი მედალი, აქედან სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
გამარჯვებული არიან: გელა ბოლქვაძე (-75 კგ), ლაშა გობაძე (-80 კგ) და იაკობ ქაჯაია (-130).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს თორნიკე ჯანგავაძემ (-66 კგ) და კუკური კირცხალიამ (-98 კგ).
ბრინჯაოს მფლობელია რამაზ ზოიძე (-71 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 63 ქულა მოაგროვა და უკან ჩამოიტოვა უნგრეთისა (43) და აზერბაიჯანის (38) გუნდები.