ევროპის ჩემპიონატზე მძლეოსნობაში 80 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვიდეოს მეშვეობით ნახეთ, როგორ დაძლიეს მოხუცებმა 800-მეტრიანი დისტანცია. შეჯიბრება იტალიაში გაიმართა.
ასაკი სპორტსმენისთვის წინაღობა რომ არ არის, ეს დაადასტურეს ქალებმა, რომლებმაც 800-მეტრიანი დისტანცია გაირბინეს ქალაქ ანკონში გამართულ ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მძლეოსნობაში.
გერმანელი მელიტე ჩერვინსკე-ნაგელი 86 წლისაა, მან დისტანცია 4 წუთსა და 36 წამში დაფარა და სულ რაღაც 2 წამის ინტერვალით წააგო 80 წლის ბრიტანელ ენ მარტინთან.
„როდესაც რაღაცით დაკავებული ხარ, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება და ხალისი გიბრუნდება — იძულებული ხარ იმოძრაო, თან იმოძრაო სწრაფად“, — განაცხადა ჩერვინსკა-ნაგელმა.
ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი — 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს შორის შეჯიბრებაა, რომელსაც მძლეოსნობაში ვეტერანთა ევროპული ასოციაცია ატარებს.