კახა კუკავა: ეს პარაზიტი პარტიები შეეცდებიან შექმნან საარჩევნო პლოკები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მოისხან ოპოზიციური მანტია და ამ მანტიით შებრუნდნენ საქართველოს პარლამენტში, რაც იქნება ამომრჩევლის მოტყუება, რადგან ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ოპოზიციურ პარტიას და კოალიციიდან გამოგდებული სუბიექტებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ისევ ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიცემას. ახლა მნიშვნელოვანია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ დავაყენოთ ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები. ჩვენ ახლა უკვე რეალურად გვეძლევა შანსი, მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ იქნა თავის დროზე მიღებული, უკან შევუბრუნოთ ივანიშვილის რეჟიმს.
– თუ მიმდინარეობს საუბარი გაერთიანებაზე?
— „თავისუფალი საქართველო“ ვაწარმოებთ კონსულტაციებს და საჯაროდაც მოვუწოდებთ ყველა პარტიას, „ოცნების“ და „ნაციონალების“ გარდა, დავაყენოთ ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები. ამ შემთხევვაში ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 73 მაჟორიტარული ოლქიდან მოვიგოთ 73-ვე. ერთიანი კანდიდატების არარსებობის პირობებში ასევე გვაქვს შანსი, რომ 73-დან წავაგოთ 73-ვე.
– „რესპუბლიკელებთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან თქვენი გაერთიანება რამდენად დასაშვებია?
— ივანიშვილის ნარჩენებთან საარჩევნო ბლოკის შექმნას არ ვაპირებთ.
ივანიშვილმა ისე გააბახა ეს პარტიები და იმდენად დისკრედიტირებულები დატოვა, რომ რთულია ამ ვითარებაში ჩვენ ვიკისროთ მათი გათეთრება. ჩვენ მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე ვსაუბრობთ.
– რა შანსები აქვთ რესპუბლიკელებს, ან სხვა პარტიებს, გადალახონ საარჩევნო ბარიერი?
— გამორიცხულია!.. ერთადერთი ვიცი, რომ „ეროვნული ფორუმი“ შედის ალიანსში ბურჯანაძესთან და ამ ალიანსს, თუ აქვს შანსი, გადალახოს ბარიერი.