თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ერთად ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა განიხილა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში.
„ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში არის აუცილებელი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ახლა ხდება”, — ციტირებს პრემიერის სიტყვებს მთავრობის პრეს-სამსახური.