„რაშა თუდეიმ“ თურქეთის ISIS–ის ბოევიკებთან კავშირის ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა

გამოწერა

ტელეარხმა RT თურქეთის ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის დამადასტურებელი ახალი  მტკიცებულებები წარმოადგინა. იხილეთ ვიდეო, რას ჰყვება სირიაში ნამყოფი ჟურნალისტი.

ტელეარხ Russia Today–ს ჟურნალისტებმა, რომლებიც ქალაქ აშ–შადადიში იმყოფებოდნენ, წარმოადგინეს სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმების მიერ გადაცემული მასალები, რომლებმაც ბოევიკებისგან რამდენიმე სირიული ქალაქი გაათავისუფლეს.

„ერთ–ერთი ახალი დოკუმენტი — „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლო წიაღისეულის სამინისტროს „ქუდიანი“ წერილია. შეგიძლიათ შეადაროთ. ასეთივე „ქუდი“ ედო ნავთობით ვაჭრობის ზედდებულებს. მაგრამ ეს ახლა უკვე სხვა განყოფილებაა, რომელიც ნავთობის ნაცვლად არტეფაქტებით ვაჭრობს“, — აღნიშნა გამოძიების ავტორმა.

ჟურნალისტების თქმით, მათ ასევე ხელში ჩაუვარდათ „ისლამური სახელმწიფოს“ დატყვევებული წევრის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ ქურთებმა ერთ–ერთი სირიული ქალაქის გათავისუფლებით თურქეთისა და ტერორისტების კავშირი დაარღვიეს. ამას გარდა, დაასახელა თანხის რაოდენობა, რომელსაც მის მსგავს ბოევიკებს უხდიდნენ.

„დაიში („ისლამური სახელმწიფო“ — რედ.) ფინანსურად ნავთობზეა დამოკიდებული. ადრე ამას მალავდნენ, თითქოს მხოლოდ სამოქალაქოებზე ჰყიდდნენ, მაგრამ ასე ამდენ ფულს ვერ იშოვიდნენ. ჩვენ 50 ან 100 დოლარს გვიხდიდნენ იმის მიხედვით, დაოჯახებულია თუ არა ადამიანი. მე ცოლ–შვილი მყავს და 135 დოლარს ვიღებდი“, — ამბობს ინტერვიუში ტყვე ბოევიკი აბუ აიუბ ალ ანსარი.

მანამდე RT–ის დოკუმენტალისტებმა წარმოადგინეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ ნედლეულის თურქეთში გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები და აგრეთვე ტყვეთა ინტერვიუები იმის შესახებ, რომ მოპოვებული ნედლეული თურქეთში იყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0