ნებისყოფის ძალა - ქართველი პიანისტი 25 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უკრავდა

გამოწერა

პირველად საქართველოს ისტორიაში პიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანინოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით იხილეთ თუ როგორ მიაღწია მუსიკოსმა დასახულ მიზანს.

ეროვნული რეკორდი პიანისტმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში დაამყარა, თამარ ბაბილუამ 25 საათის განმავლობაში 500-მდე კომპოზიცია შეასრულა. 

თამარ ბაბილუა - Sputnik საქართველო
ეროვნული რეკორდი: ქართველი პიანისტი ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში უკრავდა

პიანისტმა რეკორდის დამყარება ჯერ კიდევ 2015 წელს სცადა, როდესაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებ-გვერდზე ნახა ერთი მუსიკოსი 22 საათის განმავლობაში შეუსვენებლად როგორ უკრავდა. თუმცა მალე გოგონას სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. მძიმე ავადმყოფობის გამო თამარმა მაშინ ექსპერიმენტი გადადო, რადგანაც ის დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა ბაბილუას რეკორდს ნებისყოფის ძალის დემონსტრაცია უწოდა.

თამარ ბაბილუა ფორტეპიანოზე სამი წლიდან უკრავს. არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს და მუსიკას კინოფილმებისთვის. თანამშრომლობს შემსრულებლებთან, ჯგუფებთან და ჩამწერ სტუდიებთან. 2014 წლიდან თამარ ბაბილუა ჯგუფ „ნიუტონის“ პიანისტი და ვოკალისტია. 

© LEVAN AVLABRELIპიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანინოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა
პიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანინოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა - Sputnik საქართველო
პიანისტმა თამარ ბაბილუამ ფორტეპიანინოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა

 

 

ყველა ახალი ამბავი
0