კვირიკაშვილი ინვესტიციების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება

© Сайт Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ფილიპ ხამონდი
გიორგი კვირიკაშვილი და ფილიპ ხამონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი სიტყვებით, საქართველო ამ ინტერესის რეალიზებას ცდილობს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში დიდ ბრიტანეთში ჩასვლას გეგმავს.

„უახლოეს მომავაში დიდ ბრიტანეთში ჩემი ვიზიტი იგეგმება, სადაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეხვედრებს ჩავატარებ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ოთხშაბათს საქართველოში ჩამოსულ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფილიპ ჰამონდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ქართველმა პრემიერმა დასძინა, რომ „ ინვესტიციების შესაძლებლობების თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს და საქართველო ამ ინტერესის რეალიზებას შეეცდება“.

ვახტანგ გორგასალი - Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

„შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის 2016 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა… პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2015 წლის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში“, — ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0