საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ში ვიზიტს იწყებს

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზეც გამოვა სიტყვით, დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის ბირთვულ მარეგულირებლებს შორის რეფერენდუმის გაფორმება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან, ასევე უსაფრთხოების საკითხებში ნატოს აღმასრულებელ მდივანთან.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზეც გამოვა სიტყვით, დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის ბირთვულ მარეგულირებლებს შორის რეფერენდუმის გაფორმება.

ის ასევე დაესწრება ამერიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილს და სიტყვითაც გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ და პოლონელ კოლეგებთანაც გამართავს შეხვედრას, ასევე დონალდ ტუსკთანაც. 

მარგველაშვილი სტუდენტებსაც შეხვდება, მას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ელოდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0