თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიკორუფციული სააგენტო ჩინოვნიკების დანაშაულისა და თაღლითობის ფაქტებზე 142 საქმეს იძიებს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სუს-ის ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფუნქციონირება 2015 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ამანმდე ეს სტრუქტურა შსს-ს შემადგენლობაში შედიოდა.
„სუს-ის დაარსებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიება დაიწყო 29 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის მექრთამეობის 14 ფაქტზე, თაღლითობის — 5, მითვისებისა ან გაფლანგვის — 3, კომერციული მოსყიდვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის — 2 და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1 ფაქტზე. დაკავებულია 16 ადამიანი. ამჟამად ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში 142 სისხლის სამართლის საქმეა“, — აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია,რომ სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კორუფციასთან ბრძოლას.
კორუფცია ხელს უშლის საჯარო სექტორის ნორმალურ მუშაობას, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. სწორედ ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა — ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, აღნიშნულია ანგარიშში.