Turkish Airlines-მა ბრიუსელზე ფრენების აღდგენა 1 აპრილამდე გადადო

CC BY 2.0 / Mark Harkin / TC-LJHTurkish Airlines Boeing 777-300
Turkish Airlines Boeing 777-300 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენების გადადების მიზეზი 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კვლავ არასტაბილური სიტუაციაა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines ბრიუსელზე რეისები 1 აპრილამდე გადადო. 

„ბრიუსელის აეროპორტში ტერქტების გამო, კომპანიამ გააუქმა ფრენები ამ ქალაქში 1 აპრილის ჩათვლით“, — ნათქვამია კომპანია Turkish Airlines-ის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს ორი აფეთქება მოხდა. მესამე აფეთქება მოგვიანებით მეტროსადგურ "მალბეკში" მოხდა.  ტერაქტების შედეგად, რომელიც სამმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, დაიღუპა 35 და დაიჭრა 340 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0