გრიბოედოვის სახელობის თბილისის თეატრი სანკტ-პეტერბურგში ფესტივალზე მიემგზავრება

© photo: courtesy of Griboedov Theatreსცენა სპექტაკლიდან რევიზორი
სცენა სპექტაკლიდან რევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გრიბოედოველები“ ჩრდილოეთ დედაქალაქში ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლ „რევიზორს“ წარადგენენ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე  „შეხვედრები რუსეთში“ საქართველოს წარადგენს, —უთხრეს Sputnik-ს თეატრში.

ფესტივალი სანკტ-პეტერბურგში 2016 წლის 4-8 აპრილს თეატრ-ფესტივალის „ბალტიის სახლის“ ორგანიზებით ჩატარდება. „გრიბოედოველები“ „ბალტიის სახლის“ დიდ სცენაზე 6 აპრილს 19:00-ზე სპექტაკლით „რევიზორი“ გამოვლენ.

„რევიზორი“ — ორმოქმედებიანი ფანტასმაგორიაა, რომელიც კლასიკური ინტერპრეტაციისაგან მთლიანად განსხვავდება. ეს „რევიზორის“ პირველი გასტროლია საქართველოს ფარგლებს გარეთ. „ბალტიის სახლი“- გამოჩენილი თეატრ-ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად თავის სცენაზე ათეულობით რუსულ თეატრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან იწვევს. წელს „ბალტიის სახლს“ 80 წელი უსრულდება“,- ამბობს გრიბოედოვის თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნინო წითლანაძე.

ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს — თანამედროვე ქართული თეატრის გამოკვლევის ილიაუნის ცენტრის ვერსიის მიხედვით. დადგმა ოთხ კატეგორიაში საუკეთესოდ გამოცხადდა-საუკეთესო სპექტაკლისათვის, საუკეთესო რეჟისურისათვის(ავთო ვარსიმაშვილი), მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (აპოლონ კუბლაშვილი-ხლესტაკოვი) და საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის (ელისო ორჯონიკიძე).

სცენა რევიზორიდან - Sputnik საქართველო
„რევიზორის“ პრემიერა, ანუ როგორ აქცია ვარსიმაშვილმა ხლესტაკოვი ანგელოზად

სპექტაკლში მონაწილეობენ სლავა ნათენაძე, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი და სხვ. სპექტაკლის პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის სცენაზე შედგა საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, რომელიც თეატრის 170-ე იუბილეს მიეძღვნა. მუსიკა სპექტაკლისათვის ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა. თეატრი რუსეთში 4 აპრილს მიემგზავრება. „შეხვედრები რუსეთში“-ახლო და შორეული უცხოეთის რუსულენოვანი თეატრების პირველი ფესტივალია. ტარდება ყოველწლიურად 1998 წლიდან აპრილში. ფესტივალის მიზანია-უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერება.

ყველა ახალი ამბავი
0