საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას წამზომი ჩაურთო

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდზე პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი პირველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების დღიდან საათის ათვლა დაიწყო. აღნიშნული დროის თანახმად, პროკურატურა დამნაშავეებს უკვე მე-17 დღეა ვერ პოულობს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელების საქმე, ამისთვის ომბუდსმენმა თავის ვებგვერდზე სიმბოლურად ვირტუალური წამზომი ჩართო.

Youtube-ზე 11 და 14 მარტს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა 14 მარტს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ინტიმური ვიდეოკადრების გავრცელება დაუშვებელია

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებიდან გამომდინარე და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი დანაშაულის ჩადენის მომენტიდან — 2016 წლის 11 მარტიდან დამნაშავეების გამოვლენამდე დღეების, საათებისა და წუთების ათვლას იწყებს, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

პროკურატურის დასაჩქარებლად ომბუდსმენმა დაიწყო კამპანია „წამზომი ჩართულია“. მასზე გამოსახულია ელექტრონული საათი, რომელიც პირველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან გასულ დროს აჩვენებს. დღეს მე-17 დღეა.

იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ, აღნიშნულია განცხადებაში.

YouTube-ზე მეორე ვიდეოს გამოქვეყნების მეორე დღეს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ორი სისხლის სამართლის საქმის გახსნის მიზნით, აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობს.

ყველა ახალი ამბავი
0