თემურ გოცაძე: 1937 წელი რომ ყოფილიყო - დამხვრეტდნენ!

© რ. შაიშმელაშვილითემურ გოცაძემ "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიიღო
თემურ გოცაძემ ხელოვნების ქურუმის წოდება მიიღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ სახალხო მხატვარს თემურ გოცაძეს 75 წელი შეუსრულდა. კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი. მათ შორის მომუმენტური აბსტრაქციები, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა და ერთიანდება  სერიაში სახელწოდებით ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე. ასევე დამთვალიერებელს საშუალება მოგვეცა გავცნობოდით ბატონი თემურის მიერ შექმნილ ვეფხისტყაოსნის გრაფიკულ სერიას. გამოფენის სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ბატონი თემურის მეგობრები, ისე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მიისტრი ბატონ გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია. მიუხედავად იმისა, რომ იუბილარს ბევრი სტუმარი ეხვია გარს, ჩვენ გასაუბრების საშუალება მაინც მოგვეცა:

-ბატონო თემურ გილოცავთ 75 წლის იუბილეს. როგორი ექპოზიციაა წარმოდგენილი დღეს თქვენ გამოფენაზე?

— დიახ, აქ არის განწყობილებები, შეხედულებები, წამიერი ზმანებები, რომლებიც სურათიდან სურათში გადადის, მთლიანი იმპროვიზაციაა. მონუმენტური მხატვრობის ზმანებები, წლებთან ერთად, მასშტაბში შემცირდა, თუმცა გაცილებით აბსტრაქტული, ფერადოვანი მკაფიო და ჟღერადი გახდა. აქ არის წარმოდგენილი უახლესი და ურთულესი ჩვენი ქვეყნის ისტორია —„არეული დრო“. დრო სადაც, არაფერი არ იყო ნათელი, სადაც მიდიოდი ბრმად და აკეთებდი შეცდომას შეცდომაზე. აი ეს ყველაფერი კი, ჩემში იწვევდა სურვილს დღესასწაულისას. ეს არის დღესასწაული, რომლებიც  თან მახლავს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.

© რ. შაიშმელაშვილიგამოფენა „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე“.
გამოფენა „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე“.  - Sputnik საქართველო
გამოფენა „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე“.

- ბატონო თემურ, თქვენ  60-იანი წლების გამორჩეულ თაობას ეკუთვნით…

— ჩვენი თაობა, ეს იყო ქროლვა…ეს იყო სწრაფვა.. ეს იყო პლასტიკა… ეს იყო ძალა.

- თქვენი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი „ლურჯა ცხენებია“…

— ჩემი პირველი სურათი იყო „ლურჯა ცხენები“, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს გალაკტიონის „ლურჯა ცხენებთან“.  ჩემი ცხენები,  არის ზღვარის დანგრევის მცდელობა. ჩემთან პროტოპლაზმაა გარეთ, რომელსაც ნებისმიერ ფორმას მიაღებინებს ლურჯა ცხენები, მაგრამ ვერ ანგრევს… წრიულ ბრუნვაში რჩებიან. მხატვრობა ახლოსაა ფილოსოფიასთან…

© რ. შაიშმელაშვილიგამოფენის დამთვალიერებელთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ
გამოფენის დამთვალიერებელთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ - Sputnik საქართველო
გამოფენის დამთვალიერებელთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ

ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი. ჩემი „ლურჯა ცხენები“ წარადგინეს კომკავშირის პრემიაზე. ეს პრემია „ლურჯა ცხენებმა“ მიიღო. ამით დაიწყო ის ხანგრძლივი ომი, რაც გადავიტანე.  აკადემიის მაშინდელმა რექტორმა გოგი თოთიბაძემ, გააკეთა ოფიციალური განცხადება — არ შეიძლება სახელმწიფო პრემია მიენიჭოს ბურჟუაზიული ხელოვნების ნიმუშსო. ჟიული შარტავამ საკადრისად უპასუხა. აღშფოთებულმა თოთიბაძემ დიდი წერილი დაწერა და მოსკოვში გაგზავნა. წერილში მოხსენიებული ვიყავი, როგორც ბურჟუაზიული ხელოვნების აპოლოგეტი. მიჩიოდნენ, სწორი არ არის, რომ მის გამოფენას და წიგნს, სადაც ის არის მოხსენიებული, როგორც პრემიის ლაურეატი, საშუალება ეძლევა ჰყავდეს მნახველი და მკითხველიო. ამ საკითხით დაინტერესდა ცენტრალური კომიტეტის  კულტურის განყოფილება. გამოფენა გააჩერეს. წიგნი დააპატიმრეს.

1976 წელია. ერთ დღეს ცეკას პროპაგანდის განყოფილების გამგემ ნუგზარ ფოფხაძემ დამიძახა. გადმოიღო რეზოლუცია და წამიკითხა. გასწორებული ვარ მიწასთან. 1937 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ…და დღევანდელი დღეც არ იქნებოდა (იცინის)

- ბატონო თემურ, როგორც ვიცი, ეხლაც ახალ სერიაზე მუშაობთ…

— მოდით, ეს ამ ეტაპზე საიდუმლოთ დავტოვოთ..  

- კი, ბატონო. დიდი მადლობა.

თემურ გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამდეროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში, ასევე იტალიის, აშშ-ს, მექსიკის, ირანის, საფრანგეთის,დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.  

 

ყველა ახალი ამბავი
0