შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას დაზიანებული აქვს ხერხემალი, აღნიშნება მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი 26 მარტს, საღამოს, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, იუწყება ქართული მედია. 

შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილი: როცა ყვავილი ბრილიანტზე ძვირფასია

ამ დროისათვის გოგონა იაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია —დაზიანებული აქვს ხერხემალი,  აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები.

საქართველოს შს სამინისტრომ სსკ-ს 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  საქმე აღძრა, რაც თავისუფლების შეზღუდვას 5 წლამდე ვადით ან  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0