თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები გამოჩნდება

გამოწერა
ახალი ურნები ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს, ასევე შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მალე შეიძლება ინოვაციური ურნები გამოჩნდეს, განაცხადა „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ. 

კარგარეთელის ქუჩაზე განხორციელდება საპილოტე პროექტი „მწვანე ქუჩა“, რისი წყალობითაც ქუჩას არა მარტო გაამწვანებენ, არამედ იქ გაჩნდება ინოვაციური კომპონენტები: მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება და ნაგვის ურნები.

„ინოვაციური ნაგვის ურნა გულისხმობს არატიპურ ნაგვის ურნას, რომელსაც აქვს თავისი დასაპრესი საშუალება და, მაგალითად, თუ უნდა მოეკითხა ექვს საათში ნაგვის ურნასთან მანქანას, უკვე შეიძლება 12 საათში მოაკითხოს“, — განაცხადა გვანცელაძემ ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვაში.

ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს დანახარჯების და, მეორე მხრივ, გარემოს დაბინძურების შემცირებას, აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0