საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ელჩი დანიშნა

© Сайт администрации президента Грузииპრეზიდენტის შეხვედრა კვიპროსის ელჩთან
პრეზიდენტის შეხვედრა კვიპროსის ელჩთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ელჩი მარგველაშვილმა მიიღო. მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთოების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

"საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რევაზ ლომინაძეს შეხვდა და  მასთან საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ლომინაძეს წარმატებები უსურვა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ლომინაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სააკითხებში დროებითი რწმუნებული იყო.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კვიპროსს შორის 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში 2005 წელს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0