თბილისი, 26 მარტი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში 1984 წელს დაბადებული სპარტაკ თ. დააკავეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „ა-კა-74“-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).