ორქიდეებად ქცეული ცისარტყელას ნამსხვრევები

© photo: Sputnik / Denis Aslanovალექსანდრე ბაინდურაშვილის ორქიდეები
ალექსანდრე ბაინდურაშვილის ორქიდეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ერთ-ერთი ულამაზესი მცენარე - ორქიდეა. მართლაც ძნელია გაუძლო ცდუნებას, არ დაამშვენო ინტერიერი ბუნების ამ საოცრებით. თუმცა მისი მოვლა არც ისე მარტივია.

ამჯერად ერთი საინტერესო ახალგაზრდა კაცის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელსაც ორმოცდააათზე მეტი სხვადასხვა ორქიდეა აქვს სახლში და, როგორც გვითხრა, ურჩევნია „დახეული ფეხსაცმლით იაროს, ვიდრე ორქიდეა მოიკლოს“!

© video: Ruptly . Denis Aslanovსამი წელია ორქიდეები ალექსანდრე ბაინდურაშვილის ყოველდღიურ საზრუნავად იქცა
სამი წელია ორქიდეები ალექსანდრე ბაინდურაშვილის ყოველდღიურ საზრუნავად იქცა - Sputnik საქართველო
სამი წელია ორქიდეები ალექსანდრე ბაინდურაშვილის ყოველდღიურ საზრუნავად იქცა

ალექსანდრე ბაინდურაშვილი გვიამბობს იმაზე, თუ რა წესები უნდა დავიცვათ, რომ ორქიდეებმა მათი თვალისმომჭრელი საოცარი ყვავილობით ცხოვრება გაგვიხალისონ.
ორქიდეებს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვთ, მცენარეს ანტიკური პერიოდიდან ვხვდებით. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ამ ყვავილს ეთაყვანებოდნენ, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და ბოტანიკოსმა თეოფრასტმა ამ ყვავილს უწოდა „ორქისი“. 
ძველად ორქიდეა არისტოკრატიზმის, სიბრძნისა და დახვეწილობის სიმბოლოდ მოიაზრებოდა. მათ მხოლოდ საყვარელ ადამიანებს ჩუქნიდნენ და მსოფლიოში დღემდე ყველაზე პოპულარული მცენარეა. 
© photo: Sputnik / Denis Aslanovორქიდეები მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანენ, მაგრამ მოკლე დღის პირობებში დამატებითი განათება აუცილებელია
ორქიდეები მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანენ, მაგრამ მოკლე დღის პირობებში დამატებითი განათება აუცილებელია - Sputnik საქართველო
ორქიდეები მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანენ, მაგრამ მოკლე დღის პირობებში დამატებითი განათება აუცილებელია
ცნობილი ფაქტია, რომ შუა სუკუნეებში სამეფო სასახლეების ბაღებში ორქიდეებს მხოლოდ მეფის ოჯახი უვლიდა. ძალიან დიდი შრომისა და წვალების ფასად გროვდებოდა სამეფო კარზე ორქიდეების ახალი სახეობები, იმართებოდა ექსპედიციები, ზოგჯერ გემებით მიემგზარებოდნენ რამდენიმე თვით სხვა კონტინენეტზე, რათა ახალი ორქიდეა ჩამოეტანათ.
ღმერთმა და ბუნებამ ნამდვილად არ დაიშურა ფანტაზია და სიყვარული, როდესაც ორქიდეას ქმნიდა. მცენარის 30 000-მდე სახეობა არსებობს, ამ ყვავილის ფორმები ყველაზე ორიგინალური და დახვეწილია, ასევე მრავალფეროვანია სურნელი. 
მცენარე უხვად მოყვავილეა, ზოგიერთი სახეობა 5 წლის შემდეგ ყვავილობს, ხოლო ზოგიერთს 10 წელი და მეტიც სჭირდება. ყვავილობის ხანგრძლივობა კი 1 თვიდან 6 თვემდე გრძელდება.
ქართულად ორქიდეას ძალიან საინტერესო სახელი აქვს —  „ჯადვარი“.
© photo: Sputnik / Denis Aslanovორქიდეების უხვად ყვავილობისათვის, დღისა და ღამის ტემპერატურულ რეჟიმებს შორის სხვაობის დაცვაც მნიშვნელოვანი ფაქტორია
ორქიდეების უხვად ყვავილობისათვის, დღისა და ღამის ტემპერატურულ რეჟიმებს შორის სხვაობის დაცვაც მნიშვნელოვანი ფაქტორია - Sputnik საქართველო
ორქიდეების უხვად ყვავილობისათვის, დღისა და ღამის ტემპერატურულ რეჟიმებს შორის სხვაობის დაცვაც მნიშვნელოვანი ფაქტორია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორქიდეების უამრავი სახეობაა და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ამჯერად კი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობაზე და მისი მოვლის წესზე მოგითხრობთ:
ორქიდეათა შორის Phalenopsis-ი ყველაზე გავრცელებულია. იგი ეპიფიტური (ხეზე მცხოვრები) ორქიდეაა, ამიტომ განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. მისი სუბსტრატი განსხვავდება სხვა მცენარეების ნიადაგისგან, ის ცოცხლობს ხის ქერქისგან მომზადებულ სპეციალურ სუბსტრატში (ძირითადად ფიჭვის გადამუშავებული ქერქი).  
© photo: Sputnik / Denis Aslanov"მწყურვალ" ორქიდეას ფესვები უვერცხლისფერდება
მწყურვალ ორქიდეას ფესვები უვერცხლისფერდება - Sputnik საქართველო
"მწყურვალ" ორქიდეას ფესვები უვერცხლისფერდება
სასიცოცოხლო გარემო
Phalenopsis-ი სითბოსა და სინათლის განსაკუთრებულად მოყვარული მცენარეა. ის აუცილებლად გამჭვირვალე ქოთანში ირგვება, რადგან მისი ფესვთა სისტემა შეიცავს ქლოროფილს და ფოტოსინთეზში მონაწილეობს როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი. მცენარის უხვი ყვავილობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას სწორად განათება წარმოადგენს, და თუ ფანჯრის რაფაზე სინათლის ნაკლებობაა, სასურველია ხელოვნური განათებით შევუვსოთ დანაკლისი. მცენარეს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, მხოლოდ დილის მზეა მისთვის სასურველი, წინააღმდეგ შიმთხვევაში მცენარის ფოთლებიც და ფესვებიც დაიწვება და მცენარეც მოკვდება.
© photo: Sputnik / Denis Aslanovალექსანდრე ბაინდურაშვილის კოლექციაში 50-ზე მეტი ორქიდეაა
ალექსანდრე ბაინდურაშვილის კოლექციაში 50-ზე მეტი ორქიდეაა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ბაინდურაშვილის კოლექციაში 50-ზე მეტი ორქიდეაა
ორქიდეა ტროპიკული მცენარეა და განსაკეთრებით სითბოს მოყვარულია. სასურველია 25 გრადუსამდე დღისით, ხოლო ღამით მინიმუმ 15 გრადუსამდე ჰქონდეს ტემპერატურა ზამთრის განმავლობაში. ზაფხულში ორქიდეა მაღალ ტემპერატურას ადვილად ეგუება. 
აუცილებელია აგრეთვე ვაკონტროლოთ ტენიანობა. სასურველია ოთახში, სადაც გვაქვს მცენარე, 60-70% ტენიანობა იყოს. სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს მცენარიის ნაადრევი დაყვავილება ან გაუშლელი კვირტების გაცვენა. სასურველია დილის საათებში შევაფრქვიოთ მცენარეს ფოთლებზე წყალი (ძალიან წვრილი საპკურებლით, როგორც ხელოვნური ნისლი), ფოთლის ქვედა მხარე ფოროვანია და დილის საათებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტენს იღებს, რაც მცენარეს კვებაში ეხმარება. მცენარის ფოთლები ადვილად მტვრიანდება ამიტომ სასურველია ხშირად სველი ბაბმით ან ჩვრით გავწმინდოთ.
მორწყვა
ორქიდეას განსაკუთრებული მორწყვის მეთოდი აქვს. არის გავრცელებული აზრი, რომ მცენარე ორ კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას, რაც მიუღებელია.
მცენარის მოწყვას განაპირობებს მისი ფესვის შეფერილობა, რაც გამჭვირვალე ქოთანში ნათლად ჩანს. მოსარწყავ ფალენოფსისს ფესვები უღიავდება (უვერცხლისფერდება). როცა მოსარწყავია, მცენარეს ვდგამთ ღრმა თასში (მინიმუმ ქოთნის ზომა მაინც უნდა იყოს) და ვასხამთ წყალს (ზამთარში 25-35 გრადუსი ანუ თბილი, ზაფხულში 20-25 გრადუსი) ისე, რომ ორქიდეის ქოთნიდან გამოსული წყალი მოადგეს გარედან ქოთნის კიდეს, ანუ ყველა ფესვი დაეფაროს წლით, ვაჩერებთ დაახლოებით 15-20 წუთი, შემდეგ ვიღებთ თასიდან და როდესაც კარგად დაიწრიტება, ვდგამთ თავის ადგილზე. როცა მორწყვას დავასრულებთ, ნახავთ რომ ფესვები სულ ხასხასა მწავე შეფერილობის იქნება. აუცილებელია გავითვალისწინოთ: წყალი არ შეიძლება ფოთლის ცენტრში მოხვდეს ანუ როზეტში, საიდანაც ახალი ფოთოლი ვითარდება. ამან შეიძლება როზეტის ლპობა გამოიწვიოს. თუ მოხვდება წყალი ამ ადგილზე, საურველია ხელსახოცით ან ბამბით მალევე ამოვამშრალოთ. ეს საკითხი ზაფხულში უფრო ნაკლებად პრობლემურია, რადგან ტემპერატურა მაღალია და წყალი თავისით აორთქლდება როზეტიდან. ძალიან კარგია მცენარის მოსარწყავად გამოვიყენოთ წვმის წყალი, ბუნებაში ხომ ის წვიმის წყლით იკვებება. აგრეთვე სასურველია თევზების აკვარიუმიდან გადმოღვრილი წყალი. მცენარეს ძალიან მოსწონს კალიუმიანი საკვები, რომელიც ეხმარება უხვ ყვავილობაში.
გამრავლება
Phalenopsis-ი და, ზოგადად, ორქიდეები შედარებით რთულად და სპეციფიკურად მრავლდებიან. არსებობს ბუნებრივი გამრავლების მეთოდი, როდესაც მცენარე საყვავილე ღერზე მოთავსებული კვირტიდან ივითარებს ახალ პატარა შვილ ორქიდეას, თუმცა ეს არც თუ ისე ხშირია.
არსებობს გამრავლების მეორე მეთოდი – ხელოვნური გზით. არის სპეციალური საცხი ჰორმონი Keiki orchid, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობით ვადებთ ორქდეას საყვავილე ღეროზე განვითარებულ კვირტზე მას შემდეგ, რაც კვირტს შევაცლით ფრთხილად აპკს, რომელიც მას ფარავს, ისე, რომ არ დავაზინოთ. ამ მეთოდის დროს გასათვალისწინებელია შემეგი: 1. მცენარე აუცილებლად დაყვავილებულ მდგომარეობაში უნდა იყოს; 2. ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, რადგან ამ ჰორმონის გამოყენება ასუსტებს მას; 3. ამ მეთოდს მივმართავთ მეორე უკიდურესობის დროს, როდესაც ვხვდებით, რომ მცენარეს ვკარგავთ, მაგალითად,  დაიწვა მზეზე, დაეწყო როზეტის ლპობა, მაგრამ აქვს შერჩენილი საყავილე ჯანმრთელი ღერო. ასეთ შემთხვევაში ვცდილობთ, დავიტოვოთ სანაცვლოდ პატარა ორქიდეა. 
აუცილებელი გასათვალისწინებელი პირობაა ორქიდეებთან მუშაობისას სტერილურობა, რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
გადარგვა
Phalenopsis-ი ცუდად იტანს გადარგვას სუბსტრატის დარღვევით. ამიტომ თუ სუბსტრატს არ აქვს დარღვეული სტრუქტურა და ორქიდეა მასში თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია ბელტის დარღვევის გარეშე გადაიტანოთ უფრო დიდ ჭურჭელში. თავისუფალი სივრცე ამოავსეთ ახალი სუბსტრატით, ამასთან არ ჩააღრმავოთ და იმავე დონეზე ჩასვით როგორც გადარგვამდე იყო. გადარგვა ყვავილობის დასრულების შემდეგ განახორციელეთ, გაზაფხულზე ან შემოდგომის დასაწყისში. 
ორქიდეის გადარგვა აუცილებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: არსებულ კონტეინერში აღარ ეტევა, ცოცხალი და დაზიანებული ფესვები ერთმანეთში ჩაიხლართა, სუბსტრატში ბევრი მარილები დაგროვდა, კონტეინერი დაზიანდა.
ამ შემთხვევაში ფაქიზად ამოიღეთ ორქიდეა, ისე რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ფესვთა სისტემა. გაათავისუფლეთ ფესვები ძველი სუბსტრატისგან, სტერილური იარაღით მოაცილეთ დაზიანებული და გამომშრალი ფესვები. ფრთხილად ჩამორეცხეთ ძველი სუბსტრატის ნარჩენები. ახალ ჭურჭელში ჩააფინეთ სუბსტრატი, ჩადეთ ორქიდეა, ფესვებს შორის არსებული სივრცე ამოავსეთ სუბსტრატით ისე, რომ არ დაფაროთ ორქიდეის ზრდის წერტილი. ოდნავ დაატენიანეთ გრუნტი და მოათავსეთ ორქიდეა ჩრდილში რამდენიმე დღით.  
შესაძლო დაავადებები და მიზეზები
დაავადებები და მავნებლები ორქიდეებზე ძირითადად არასწორი მოვლის გამო ჩნდება. თუ თქვენ მრავალჯერ დაარღვიეთ თქვენი ყვავილის მოვლის წესი, იცოდეთ, რომ შედეგიც ადეკვატური იქნება. და, მაინც, რა პრობლემები შეიძლება შეგხვდეთ:
მომჩვარული ფოთლები: მიზეზი შესაძლოა იყოს დაზიანებული ფესვთა სისტემა ან ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა;
ბზარი ფოთლის შუაში: მორწყვის შემდეგ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ან მექანიკური დაზიანება;
წანაზარდები, ნაბზარები, შავი ლაქები: მიზეზი შეიძლება იყოს მზის პირდაპირი სხივებით დაწვა;
ფოთლების ლპობა და ხმობა: მიზეზი შესაძლოა იყოს ტკიპები როზეტის შიგნით, მათთან საბრძოლველად აკარიციდული პრეპარატები გამოგადგებათ.
ფოთლის ქვედა მხარეს თხელი ვერცხლისფერი აბლაბუდა: მიზეზი — აბლაბუდისებრი ტკიპა. კვლავ აკარაციდი გამოიყენეთ.  
ორქიდეა წყვეტს ზრდას, ცუდად ყვავილობს: შესაძლო მიზეზი იქნება ნემატოდების კოლონია, რომელიც ფოთლის ქვედა მხარეს დასახლდა და მცენარის წვენით იკვებება. გამოიყენეთ ნემატოციდები.
 
ორქიდეა იმდენად ლამაზი ყვავილებით ანებივრებს ადამიანს, მისი მოვლა ყოველდღიურობაში არანაირ პრობლემას და სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა. 


ყველა ახალი ამბავი
0