თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კათოლიკური აღდგომის წინ ყველა ქრისტიანს ერთიანობისკენ მოუწოდა, აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
„ესაა დრო (ვნების კვირის პარასკევი), რათა გავიხსენოთ ჩვენთვის შემოწირული მსხვერპლი და მთელი გულით დავუჭიროთ მხარი ყველას, ვინც იტანჯება. მაგრამ ეს ასევეა დრო, რომ გვიხაროდეს, მადლობა ვთქვათ აღდგომისთვის და გავერთიანდეთ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებთან და ვთქვათ „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“, — განაცხადა ობამამ, იუწყება თეთრი სახლი.
მართლმადიდებლებისა და კათოლიკების აღდგომის თარიღი სხვადასხვაგვარად გამოითვლება, ამიტომ მათი დღესასწაული ერთმანეთს მხოლოდ 30% შემთხვევაში ემთხვევა.
მართლმადიდებლური აღდგომა 2016 წელს 1 მაისს აღინიშნება.