ერაყში სტადიონთან მომხდარ ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

© REUTERS / ALAA AL-MARJANIაფეთქების ადგილზე ისკანდარიაში
აფეთქების ადგილზე ისკანდარიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ელ-ისკანდარიაში საფეხბურთო მატჩის დროს აამოქმედა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ერაყის სამხრეთით საფეხბურთო სტადიონთან მომხდარ აფეთქებას 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ასეზე მეტი დაიჭრა, იუწყება შაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით.

ინციდენტი პარასკევს ქალაქ ელ-ისკანდარიაში, სტადიონთან, საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

„დაღუპულია დაახლოებით 41 ადამიანი, დაჭრილია 105“, — იუწყება სააგენტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, ტერორისტი, რომელიც მოზარდს ჰგავდა, ხალხში იმ დროს შეერია და აიფეთქა თავი, როდესაც ფეხბურთელებს აჯილდოებდნენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციაში განმარტეს, რომ თავდასხმის მიზანი ადგილობრივი შიიტი მოლაშქრეები იყვნენ.


ყველა ახალი ამბავი
0