აჭარაში მინიმუმ სამი დღე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება

© FB / KazTransGazTbilisiბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. აჭარის რეგიონს, ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

კერძოდ, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალისა და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამოდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. აქედან გამომდინარე, 29 მარტიდან აჭარის რეგიონში გაზის მიწოდება ბუნებრივი აირის ყველა მომხმარებელს შეუწყდება.

სამუშაოები 31 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც  კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს“ მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება მიეცემა. ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და 3 აპრილს დასრულდება, ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სამინისტრო კომერციული ბუნებრივი გაზის მომხმარებლებსა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს აფრთხილებს, მოიმარაგონ ალტერნატიული საწვავი, რათა არ შეფერხდეს მათი ფუნქცონირება.

ასევე, სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე,  გადაკეტონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში დაცული იქნას უსაფრთხოების წესები და თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები.


ყველა ახალი ამბავი
0