საქართველოს ზღვისპირეთში დელფინები იხოცებიან

© photo: Sputnik / Владимир Родионов / გადასვლა მედიაბანკშიდელფინები
დელფინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზღვის ძუძუმწოვრები მორბილვირუსული ინფექციით არიან დაავადებული (ე. წ. დელფინების ჭირით). მოსახლეობას სთხოვენ, ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე განმუხურიდან სარფამდე ნაპირზე 19 დელფინი გამოირიყა, რომლებიც, შესაძლოა, მორბილვირუსული ინფექციისგან დაიღუპნენ, აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მორბილვირუსულ ინფექციას სხვაგვარად დელფინების ჭირსაც უწოდებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ, აღნიშნულია განცხადებაში. 

ყველა ახალი ამბავი
0