თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე თავის ახალ ალბომს Yellow მოსკოვში 25 და 26 მაისს სოლო კონცერტზე წარადგენს, იუწყება შემსრულებლის ოფიციალური გვერდი.
მომღერალი მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში გამოვა.
ნინო ქათამაძისა და მისი კოლექტივის Insight ახალი ალბომი ბერლინში 2016 წლის დასაწყისში ჩაწერეს.
„პუბლიკას განსაცვიფრებელი კონცერტი ელოდება — წარმოდგენილი იქნება ახალი ალბომი Yellow, ასევე შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები ალბომებიდან White, Black, Blue, Red“, — ნათქვამია ნინო ქათამაძის ვებ-გვერდზე.