თბილისში მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“ იხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliარტ-სტუდია
არტ-სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მოტივების ფოტოსერიები, რომლებიც მენაბდემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მუსიკოსისა და მხატვრის მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ილუზიები“ 24 მარტს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიხსნება, იუწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მანანა მენაბდის გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Art & Society-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ექსპოზიცია 15 აპრილამდე გასტანს.

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის მიერ სხვადასხვა მოტივებზე აგებული ფოტოსერიები: ტანგოს ლანდები, მანეკენი და სიცოცხლე, გრაფიკული ფოტოები, ფერწერული ფოტოები, აკვარელი, პასტელი, შუქ-ჩრდილები“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი და რეჟისორი მანანა მენაბდე 1948 წელს თბილისში დაიბადა.

ის უძველესი ქართული გვარის შთამომავალია, რომლის სახელგანთქმული წარმომადგენლები არიან დები იშხნელები. ისინი ქალაქური რომანსის უბადლო შემსრულებლები იყვნენ. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. მანანა მენაბდემ გააგრძელა ოჯახური ტრადიციები და 16 წლის ასაკში ანსამბლ „რეროში“ დაიწყო სიმღერა. 

© СОЛОВЬЕВქართული საესტრადო ანსამბლ "რეროს" სოლისტი მანანა მენაბდე
ქართული საესტრადო ანსამბლ რეროს სოლისტი მანანა მენაბდე - Sputnik საქართველო
ქართული საესტრადო ანსამბლ "რეროს" სოლისტი მანანა მენაბდე

მენაბდემ დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურის ფაკულტეტი. სწავლობა მიხეილ თუმანიშვილის კლასში. მოსკოვში დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი სპეციალობით „ესტრადის რეჟისორი“. 90-იანი წლების დასაწყისში მენაბდე გერმანიაში წავიდა საცხოვრებლად.

ფოტოგრაფიით მენაბდე გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს დაინტერესდა. 2013 წელს გამოვიდა კრებული „სიყვარულის ახსნა რუსულად“, სადაც ავტორის 100-მდე ფოტონამუშევარი შევიდა.

ხელოვანი მუშაობდა როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე ქმნიდა კოლაჟებს. მხატვარი გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში არაერთი კონცერტის, გამოფენისა თუ პერფორმანსის მონაწილე იყო. ის წერს მუსიკას კინოფილმებისთვის, ქმნის ლირიკულ მუსიკას, წერს დისკებს სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა სტილში — ბარდის სიმღერებიდან „ქართულ ჯაზამდე“ და ელექტრონულ მუსიკამდე.

აქვს ქართული, რუსული, სხვა უცხოური სიმღერების, რომანსების, ალექსანდრ ვერტინსკისა და ბულატ ოკუჯავას ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაციები.

ყველა ახალი ამბავი
0