საქართველოში თურქული გემი დააკავეს

© http://epn.ge/გემი
გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნიკური წყლის ჩაღვრისთვის, ჯარიმის გარდა, გემის კაპიტანი ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზარალიც აანაზღაუროს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ყულევის პორტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს ნავთობის შემცველი წყლის ჩაღვრისთვის, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. თურქეთის დროშით მცურავმა გემმა ყულევის ნავსადგურში ნავთობშემცველი წყლები ჩაღვარა", — ნათქვამია ცნობაში.

გემის კაპიტანი დაჯარიმდა 65 ათასი ლარით, იგი ასევე ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს. 

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მას შემდეგ დატოვებს, რაც კაპიტანი ჯარიმას გადაიხდის.


ყველა ახალი ამბავი
0