ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან

© Photo courtesy of Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან
ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. 

V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. 

ქართველ სამხედროებს უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

© თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან
ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან

ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 7 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან — 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვის ამოცანებს, ხოლო 52-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ოცეული ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების ამოცანებს შეასრულებენ. ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0