კერისა და ლავროვის მოლაპარაკებები ოთხი საათი გაგრძელდა

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიჯონ კერი და სერგეი ლავროვი
ჯონ კერი და სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. შეხვედრა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოგვიანებით კერისა და ლავროვს რუსეთის პრეზიდენტიც შეუერთდება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.

„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ხანგრძლივი მოლაპარაკება მქონდა სირიისა და უკრაინის საკითხებზე. ეს იყო პროდუქტიული დიალოგი მნიშვნელოვან პარტნიორთან“, — დაწერა სახელმწიფო მდივანმა საკუთარ გვერდზე „ტვიტერში“.

კერისა და ლავროვის შეხვედრა ოთხი საათი გაგრძელდა. მასზე განიხილებოდა როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ისე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მოგვიანებით ლავროვი და კერი რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ მოსაზრებებს მოახსენებენ იმის შესახებ, თუ როგორ ესახებათ რუსეთისა და აშშ-ის შემდგომი თანამშრომლობა.

ჯონ კერი მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ეს სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია წელს რუსეთში. პირველი ორი სამუშაო ვიზიტისას სოჭსა (მაისში) და მოსკოვში (დეკემბერში) კერიმ ასევე ლავროვსა და პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.

ყველა ახალი ამბავი
0