კავკასიური ნაგაზების მფლობელებმა Sputnik-თან ამ უძველესი ჯიშის ძაღლების თავისებურებებსა და მათი მოვლის წესებზე ისაუბრეს.
კავკასიური ნაგაზის არსებობის ისტორია ორი ათასზე მეტ წელს ითვლის. გარდა იმისა, რომ ის ძაღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია მსოფლიოში, კავკასიური ნაგაზი ყველაზე დიდტანიან ჯიშს მიეკუთვნება — ნიდაოში მათი სიმაღლე 75 სმ-ს, ხოლო წონა შესაძლოა 100 და მეტ კილოგრამსაც აღწევდეს.
კავკასიურ ნაგაზებს უდრეკი და ჯიუტი ხასიათი აქვთ, მაგრამ ამავე დროს ისინი ჭკვიანები და გონიერები არიან.
კავკასიური ნაგაზის მოვლისა და გაწვრთნის თავისებურებებზე პატრონებმა Sputnik-თან ისაუბრეს, კერძოდ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება თუ ამ ჯიშის ძღლის ყოლას გადაწყვეტთ და რისთვისაა უმჯობესი მისი გამოყენება.
ოდითგან ამ ჯიშის მოწოდება — ცხვრის ფარის მგლებისგან დაცვაა. დღეს კავკასიურ ნაგაზებს კერძო ტერიტორიების — ეზოების, ბაღების, ნაკვეთებისა და ა.შ. დასაცავად იყენებენ.