დონორები საქართველოში 400-ზე მეტ პროექტს აფინანსებენ

გამოწერა
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დონორებთან მუშაობა გაგრძელდება იმ სტრატეგიული პრიორიტეტებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ამჟამად დონორები საქართველოში 400-ზე მეტი პროექტის მშენებლობას აფინანსებენ, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აჭარბებს, აცნობა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ რაზმაძემ დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის კულუარებში. 

ფორუმი საგარეო დახმარების ეფექტურობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რომელსაც საქართველო აქტიურად ნერგავს. ფორუმი ტრადიციული გახდა და მეორედ ტარდება, უთხრა რაზმაძემ ჟურნალისტებს ხუთშაბათს. 

„ფორუმის მიზანია სახელმწიფო პრიორიტეტების განხილვა ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ქვეყნის განვითარებაში გვეხმარებიან. მიმდინარე საგარეო დახმარების საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აჭარბებს და ამ დროისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ ფინანსდება 400 პროექტზე მეტი“, — აღნიშნა რაზმაძემ. 

© Сайт Георгия Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი დონორთა კონფერენციაზე
გიორგი კვირიკაშვილი დონორთა კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი დონორთა კონფერენციაზე

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დონორებთან მუშაობა გაგრძელდება იმ სტრატეგიული პრიორიტეტებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. 

„წლის ბოლოს დონორებთან ერთად შევაჯამებთ იმ შედეგებს, რაც გაკეთდა ამ მიმართულებით და მომავალ წელს მორიგი ფორუმი გაიმართება“, — თქვა რაზმაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0