თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტომ „Sputnik საქართველო“ დაიწყო მწერალ იგორ ობოლენსკის ყოველკვირეული საავტორო პროექტი „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“.
პროექტი ჩანახატის, ვიდეო- და ფოტომასალის ფორმატში სახელგანთქმული ისტორიული და თანამედროვე პიროვნებების სიყვარულის ისტორიებს შემოგთავაზებთ, რომელთა ბედიც ძველი ტფილისისა და ახალი თბილისის ბედთანაა გადაჯაჭვული.
„Sputnik საქართველოს“ პროექტი მოგითხრობთ როგორც ჩვენი თანამედროვეობისა და წარსული დროების გმირების რომანტიკულ ისტორიებს უძველესი ქალაქის ინტერიერში, ისე თავად საქართველოს დედაქალაქისადმი სასიყვარულო ისტორიებს. ტფილისი, რომელიც თბილისი გახდა, ცვლის ყველას და ყველაფერს, ვინც მისით იხიბლება“, — აცხადებს იგორ ობოლენსკი.
„Sputnik საქართველომ“ პროექტის ფარგლებში მკითხველს უკვე შესთავაზა „ფაინა რანევსკაიას თბილისური სიყვარული“, „ფიროსმანის მილიონი წითელი ვარდი — რეალობა თუ მითი“, „ჰოლივუდელი პიონერი თბილისიდან“.
ახლო მომავალში კი შემოგთავაზებთ ტფილისისა და თბილისის ისტორიებს პეტრე ჩაიკოვსკიზე, ვლადიმირ ვისოცკისა და მარინა ვლადიზე და მიქაელ ტარივერდიევზე.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.