ქართული ღვინოები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

© НАВГქართული ღვინო ჩინეთში
ქართული ღვინო ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ჩინეთს ღვინის პროდუქციის ექსპორტის კუთხით საუკეთესო პერსპექტიულ ბაზრად განიხილავს. გასულ წელს ამ ქვეყანაში ღვინის მიწოდება 122%-ით გაიზარდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ქართული ღვინოები ღვინისა და კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე The 94th China Food & Drinks Fair წარადგინეს, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

ქვევრები - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო ჩინეთში ოქროს მედლით დააჯილდოეს

გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 122%-ით გაიზარდა. სულ 2015 წელს ჩინეთში ექსპორტირებული იყო დაახლოებით 2,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 7,4%-ს შეადგენს. 2005 წელს ჩინეთში ექსპორტირებული იყო 37 501 ბოთლი ღვინო, ხოლო 2015 წელს — 2 672 154 ბოთლი. ქართული ღვინის იმპორტიორთა შორის ჩინეთს მეოთხე ადგილი უკავია.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჯოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Tenth China International Wine Fair (CIADE 2016) საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა“, – აღნიშნეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელმა რვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0