Sputnik-ი აგრძელებს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.
24 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“ (Batman v Superman: Dawn of Justice) — რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფანტასტიკური ფილმი სუპერგმირებზე, რომელიც ბეტმენსა და სუპერმენზე შექმნილი კომიქსების მიხედვით გადაიღეს. გოთემ სითის მრისხანე და ძლევამოსილი მცველი შიშობს, რომ ღმერთის სადარი სუპერგმირის მოქმედებები უკონტროლო გახდება და მეტროპოლისის ამჟამინდელ საპატიო მხსნელს იწვევს. სანამ ბეტმენი და სუპერმენი ერთმანეთს ეომებიან, ახალი საფრთხე იქმნება, რომელიც კაცობრიობას ყველაზე დიდი საშიშროებით ემუქრება. მთავარ როლებში არიან ბენ აფლეკი, ჰენრი კავილი, ემი ადამსი და ჯესი აიზენბერგი. ფილმის ნახვა შესაძლებელია IMAX-ში.
„ნორმი და ურღვევები“ (Norm of the North) — ეს არის მულტფილმი კეთილი თეთრი დათვი ნორმისა და ურღვევების სახელით ცნობილი ლემინგების შესახებ. მათი მისიაა მზაკვრული კორპორაციისგან მშობლიური არქტიკის გადარჩენა. ძლევამოსილმა ბოსმა, მისტერ გრინმა აქ, ყინულებს შორის მდიდართა ქალაქის აშენება გადაწყვიტა და ფუმფულათა რაზმმა მოწინააღმდეგეს მის ტერიტორიაზე უნდა შეუტიოს.
„უცხო ქვეყანა“ (Strangerland) — დრამატული ტრილერია, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჯოზეფ ფაინსი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტით, ავსტრალიაში, შუა უდაბნოში მდებარე ქალაქში ორი მოზარდი სახლიდან გადის და უკვალოდ იკარგება. მათი მშობლები ბავშვების მოსაძებნად ძალ-ღონეს არ იშურებენ. თუმცა, სიმართლის ძებნაში ისინი ეჯახებიან იმას, რასაც დიდი ხნის წინ გაექცნენ — წარსულს. სხვათა შორის, ნიკოლ კიდმანის კარიერაში ეს მეორე ფილმია, სადაც ის მშობლიური ავსტრალიური აქცენტით ლაპარაკობს.
გასულ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში შემოვიდა მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი „ლონდონის დაცემა“ (London Has Fallen), სადაც მთავარ როლებს ჟერარ ბატლერი, აარონ ეკჰარტი და მორგან ფრიმენი ასრულებენ, ამერიკული ვესტერნი „ჯეინი იარაღს იღებს“ (Jane Got a Gun) განუმეორებელი ნატალი პორტმანის მონაწილეობით და ადამ შინდლერის ტრილერი „დაუპატიჟებელი სტუმარი“ (Shut In), რომელიც აგორაფობიით დაავადებული გოგონას შესახებ გვიამბობს.
ქართულ კინოგაქირავებაშია ასევე ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის „დივერგენტი, თავი 3: კედელს იქით“ (The Divergent Series: Allegiant), პაროდიული შპიონური ექშენი „ძმები გრიმსბიდან“ (Grimsby), რომელშიც მთავარ როლს საშა ბარონ-კოენი ასრულებს, რეჟისორების ჯოელ და ითან კოენების კომედიური ფილმი „გაუმარჯოს კეისარს!“ (Hail, Caesar!) და კრიმინალური დრამა დამნაშავეებისა და კორუმპირებული პოლიციელების შესახებ — „სამი ცხრიანი“ (Triple 9).
გარდა ამისა, უქმეებზე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ სათავგადასავლო-ფანტასტიკური ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt), ტიმ მილერის კომედიურ-ფანტასტიკური „დედპული“ (Deadpool) და საშინელებათა ფილმი „კარის მეორე მხარეს“ (The other side of the door).
კინო ბავშვებისთვის — მულტფილმები Zootopia, „ბუმბულიანი ბანდა“ (El Americano: The Movie), „კუნგ-ფუ პანდა 3“ (Kung Fu Panda 3).
სასიამოვნო გართობას გისურვებთ!