თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ვასილ მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა, იუწყება რადიო Jako.fm.
ასეთი გადაწყვეტილება 45 წლის სპეციალისტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი გუნდი თბილისში გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ძალიან ცუდად გამოვიდა. ტურნირის ფარგლებში გამართულ სამივე მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა წააგეს: ბოსნია–ჰერცეგოვინასთან — 1:2, რუსეთთან — 0:1, იტალიასთან — 0:1.
ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ თამაშის არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე პასუხისმგებლობა მაისურაძემ საკუთარ თავზე აიღო.
მაისურაძე საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს სათავეში ორი თვის წინ ჩაუდგა და ამ პოსტზე გოჩა ავსაჯანიშვილი შეცვალა.
მოსალოდნელია, რომ მაისურაძე კარიერას გია გეგუჩაძის სამწვრთნელო შტაბში განაგრძობს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში.