სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მზადაა დაეხმაროს ბელგიას

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიის დედაქალაქში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში და მეტროპოლიტენის ორ სადგურში.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ყველა აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს ბელგიას დღეს მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

„აშშ ბელგიელი ხალხის გვერდშია. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარი დახმარება გაგიწიოთ გამოძიების პროცესში“, — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე ბელგიის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. ხელისუფლების ვარაუდით, ერთ–ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ოდნავ მოგვიანებით აფეთქებები მოხდა ბრიუსელის მეტროს სადგურებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0