თამაზ მეჭიაური ლარის გამყარებას პროგნოზირებს

© თ. ჩოჩუადეპუტატი თამაზ მეჭიაური
დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო. რას უკავშირებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ამის შესახებ ის Sputnik-ს ესაუბრა:

თამაზ მეჭიაური: ერთი მხრივ, აღვნიშნავ მთავრობის ეფექტურ საქმიანობას, თუმცა, მეორე მხრივ, ვრჩები ერთგული ჩემი ძველი შეხედულებებისა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო იყო მაქსიმალურად პოლიტიზირებული, კერძოდ კი მისი პრეზიდენტი. 

– ფიქრობთ, რომ გიორგი ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ატარებდა?

— ცალსახად, ის საქმიანობდა ერთადერთი პოლიტიკური ძალის — „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. მათი მმართველობის პერიოდში ქადაგიძე თავისი ადეკვატური ქმედებებით ხელს უწყობდა ფინანსურ სტაბილურობას, რაც დადებითად აისახებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მოსახლეობის განწყობაზე. ჩვენი ხელისუფლების დროს კი ის იყო არაადეკვატური, მიზანმიმართულად, საკმაოდ კვალიფიციურად ცდილობდა ყველა ის გარე საფრთხეები, რაც ახდენდა ზეგავლენას ქვეყნის შიგნით ფინანსურ სტაბილურობაზე, კიდევ უფრო დაემძიმებინა და კიდევ უფრო ნეგატიურ ჭრილში წარმოეჩინა დღევანდელი ხელისუფლება.

– ანუ ლარის კურსის დასტაბილურებას ქადაგიძის წასვლას უკავშირებთ?

— დიახ, როგორც კი ქადაგიძე წავიდა ავანსცენიდან, ლარმა ყოველდღიურად დაიწყო გამყარება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ დროს საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ქადაგიძე მიზანმიმართულად მოქმედებდა და მისი საქმიანობა პოლიტიზებული იყო. გაიხსენეთ მისი განცხადებები, როდესაც წავიდა, პირველი დღიდანვე მისი ყველა განცხადება იყო პოლიტიზებული… თუ დავუჯერებთ კულუარულ ინფორმაციებს, ის მოიაზრება ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. 

– ლარი დასტაბილურებას განაგრძობს?

— დიახ, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება.

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0