ნატოს გენმდივანმა ბრიუსელის ტერაქტებს „მხდალი ადამიანების შეტევა“ უწოდა

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა გააძლიერა უსაფრთხოების დონე შტაბ-ბინაში და ახლა „ფხიზლად ადევნებს თვალს მოვლენებს“.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ტერაქტებს „მხდალი ადამიანების შეტევა“ უწოდა და სოლიდარობა გამოუცხადა ბელგიას, ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

„ღრმად ვარ შეძრული აქ, ბრიუსელში დღეს მომხდარი შეტევებით. ჩემი ფიქრები ახლა ბელგიის მოსახლეობასთანაა, იმათთან, ვინც ახლობლები დაკარგა, ვინც დაშავდა. ეს მხდალი ადამიანების შეტევაა; შეტევა ჩვენ ფასეულობებზე და ჩვენ ღია საზოგადოებაზე“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსმა გააძლიერა უსაფრთხოების დონე შტაბ-ბინაში და ახლა „ფხიზლად ადევნებს თვალს მოვლენებს“.

ამ დროსთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაშავებულია რამდენიმე ათეული.

ბელგიის პრემიერმა მომხდარი ოფიციალურად შეაფასა ტერორისტულ შეტევად.

ყველა ახალი ამბავი
0