თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელში მეფის სასახლესთან საეჭვო პაკეტია აღმოჩენილი, იუწყება РИА Новости ტელერადიოკომპანია RTBF–ზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე უკვე გამოცხადდა არმიის გამნაღმველთა ჯგუფი.
ამ დროისთვის ბრიუსელის ხელისუფლება მშობლებს სთხოვს, დროებით თავი შეიკავონ ბავშვების სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან გაყვანისგან.
ბელგიამ მომხდარი ტერაქტების ფონზე საზღვრებზე სამხედრო პატრულირება, უსაფრთხოების ზომები და ტრანსპორტის კონტროლი გააძლიერა.