საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეძრულია ბრიუსელში მომხდარით

გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელის ტერაქტს ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა უწოდა, რომელიც თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეძრულია ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მომხდარი აფეთქებებით, რასაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა — ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“, — წერს პრემიერი კვირიკაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0